Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს სამი მიმართულებით. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწილეობას.

 

სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი

 

სტაჟირება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: ირინე ქურდაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2
  • სტაჟირების ხელმძღვანელი: დავით პატარაია სამართლის დოქტორი, პროფესორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1

 

სტაჟირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: კონსტანტინე კორკელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2
    • სავალდებულო მოთხოვნა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზისო დონეზე ცოდნა

 

სტაჟირება საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიმართულებით

 

  • სტაჟირების ხელმძღვანელი: ეკა სირაძე, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1
    • სავალდებულო მოთხოვნა: საერთაშორისო საზღვაო სამართლის საბაზისო დონეზე ცოდნა

 


 

  • სტაჟირების გავლის ადგილი: თსუ, მე-2 კორპუსი
  • სტაჟიორის ფუნქციები: განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საქმიანობისა და ხელმძღვანელის მოთხოვნების შესაბამისად
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

 

 

დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:

 

  • CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
  • სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

 

  • შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
  • კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: ili@tsu.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 10/04/2024